კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდას განაგრძობს

0
1396

27 და 28 მაისს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბიტკოინის კურსის ზრდასთან ერთად მოიმატა ალტკოინების ღირებულებამაც.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 227 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 234 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 226 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 233 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 290 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 200 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 237 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 1.54%-ით არის გაზრილი.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 42 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 44 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული ასევე 42 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი 43 დოლარზე დაიხურა ვაჭრობაც.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 55 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 30 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 44 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი 1.5%-ით არის მომატებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი