კრიპტო რეკლამები TikTok– ზე აღარ განთავსდება

0
981

TikTok–მა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ პლატფორმაზე გარკვეული ტიპის რეკლამები აღარ დაიშვება.

”TikTok–ის ბრენდული შინაარსის პოლიტიკის თანახმად, ახლა ყველა ფინანსური მომსახურების და პროდუქტის პოპულარიზაცია აკრძალულია გლობალურად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო თვეების განმავლობაში სხვა სოციალური მედიის საიტებზე ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი ფინანსური ბაზრების დისკუსია. ცოტა ხნის წინ, ასეთი დისკუსია Reddit–ზე შედგა.

”TikTok-ის პირდაპირ ან ირიბად სპონსორულ კონტენტზე, რომელიც იწვევს პარტნიორულ კავშირს, მაგალითად, სავაჭრო პლატფორმაზე დარეგისტრირება და უფასო აქციების მიღება, დღეიდან დაუშვებელი იქნება”,- განუცხადა Informed Choice–ის კლიენტთა სწავლების ხელმძღვანელმა მარტინ ბამფორდმა საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ TikTok-ი Dogecoin-ის რეკლამირებას 2020 წელს ეწეოდა. მაშინ მომხმარებლები Dogecoin-თან დაკავშირებულ ვიდეოებს აზიარებდნენ, რათა მეტი ხალხი მოეზიდათ და დაეინტერესებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი