ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი მოამზადა

0
1217

ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, კრიპტო აქტივების პლატფორმის ოპერატორებისათვის წესებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა. მარეგულირებელი წესები ციფრული ვალუტებით მომსახურების ლიცენზირებისა და ზედამხედველობას ითვალისწინებს.

ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული რეგულაციები მოიცავს, როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე ტექნოლოგიური სტანდარტებისა და კიბერ რისკების მართვას.

ნოემბრის დასაწყისში ბაჰრეინმა მკვეთრად გამომაჟღავნა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება Blockchain ტექნოლოგიის მიმართ. ამის დასტურია ქვეყანაში პირველი Blockchain აკადემიის დაარსება.

შეგახსენებთ, რომ Blockchain აკადემია ბაჰრეინის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტის ხელშეწყობით დაფუძნდა. ინსტიტუტი ბაჰრეინის სამეფოში 1981 წელს შეიქმნა. შექმნის დღიდან საგანმანათლებლო დაწესებულება ფინანსურ სექტორში ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს.

საბანკო და საფინანსო ინსტიტუტის დირექტორმა დოქტორმა აჰემდ ალ შაკიმ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით Blockchain სფეროში კვალიფიციური კადრების პრობლემა არსებობს.

ბაჰრეინის Blockchain აკადემია კი დაინტერესებულ პირებს Blockchain ტექნოლოგიის პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. ტრენინგ პროგრამა მონაწილეების საერთაშორისო დონეზე მომზადებას ისახავს მიზნად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი