უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ლაიტკოინის ფასის ნიშნული 34 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
გუშინ, 6 თებერვალს ლაიტკოინზე ვაჭრობა 34 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ალტკოინის კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 32 დოლარზე აღმოჩნდა და დღის ბოლოს ვაჭრობაც ამავე ნიშნულზე დაიხურა.
ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია როგორც ზრდის, ისე კლების ტენდენციებიც.
თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელო დონე 29 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი ამაზე ქვევით ჩავა მაშინ შესაძლოა, ლაიტკოინმა 27 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავოს.
პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი, ალტკოინის კურსის მოსალოდნელი დონე 36 დოლარი იქნება.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ ფასების კონფიგურაციას დაელოდონ.
რაც შეეხება კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე კრიპტოვალუტას: გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 107 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 102 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 104 დოლარზე დაიუხრა.
ალტკოინის ფასი უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში 107 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუკი კრიპტოვალუტის ფასი 103 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდება მაშინ მოსალოდნელი დონე 83 დოლარი იქნება.
ეთერიუმის კურსის ზრდის შემთხვევაში კი მოსალოდნელი პოზიციებია 116, ხოლო შემდეგ 134 დოლარი.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, რომ პოზიციები შეინარჩუნონ და ფასის ცვლილებას დაელოდონ.