ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობის შეწყვეტას 400 დოლარზე რეკომენდირებენ

0
1811

რიპლის კურსი სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად შემცირებას განიცდის. გუშინ, რიპლის კაპიტალიზაციამ 17 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ კაპიტალიზაცია 10 ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიარდით იყო შემცირებული.

ამ დროისთვის ალტკოინის ღირებულება 0.42 დოლარს შეადგენს. თუკი რიპლი ამ ნიშნულსაც ჩამოსცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასი 0.40 დოლარის ნიშნულამდე დაიწევს.

იმ შემთხვევაში თუ რიპლის კურსი 0.55 დოლარზე ზემოთ აიწევს ეს ზრდის ნიშანი იქნება. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 0.42 დოლარის დონეზე შეაჩერონ.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: ბოლო პერიოდის განმავლობაში ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ალტკოინის ფასი 600 დოლარის ნიშნულს დაიკავებდა. თუმცა, ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ის კურსი საკმაოდ შემცირებულია და ფასი 446 დოლარის დონეზე ფიქსირდება.

გუშინ, ბიტკოინ Cash-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 8 მილიარდ 902 მილიონი შეადგინა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინი კურსის შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასი 408 დოლარზე შეჩერდეს. ხოლო ზრდის შემთხვევაში ექსპერტები კვლავ იმედოვნებენ, რომ ბიტკოინ Cash-ი 600 დოლარის ნიშნულის მიღწევას მოახერხებს.

თუმცა, ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 400 დოლარზე შეწყვიტონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი