Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინი ოქროზე ღირებული აქტივი იქნება

0
1309

კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი ფოუელმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბიტკოინი გრძელვადიან პერიოდში ოქროზე მეტად ღირებული აქტივი გახდება.

მისი თქმით, ბიტკოინი გახდება ისეთივე გამოყენებადი ვალუტა, როგორც აშშ დოლარია.

გარდა ბიტკოინის მხრიდან სარგებლის მიღებისა, ჯესი ფოუელი აცხადებს, რომ დოლარის მანიპულირების წინააღმდეგ ერთადერთი შესაძლებლობა ბიტკოინი არის.

მაისის ბოლოს მედიასთან საუბრის დროს Twitter–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, ბიტკოინს white paper-ის პოეზია უწოდა.

”ვფიქრობ, ბიტკოინის white paper-ი ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,” – აღნიშნა საუბრის დროს ჯეკ დორსიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ Twitter–ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ვალუტის, განსაკუთრებით კი ბიტკოინის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

ჯეკ დორსის სჯერა, რომ ბიტკოინი ინტერნეტის ვალუტაა.

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

“ბიტკოინი იყო ის, რაც ინტერნეტში დაიბადა, ინტერნეტშივე განვითარდა და ინტერნეტითვე მოწმდება”,- აღნიშნა მან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი