Dash Core Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბანკების მიერ კრიპტოვალუტების გამოცემა გარდაუვალია

0
1403

Dash Core Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან ტეილორმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული კრიპტოვალუტები გარდაუვალი მომავალია.

Money 20/20 კონფერენციის მიმდინარეობისას ტეილორმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკები გარკვეულ უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი ციფრული ვალუტების გამოცემას, მაგრამ კითხვები რჩება იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს ეს და ამის შემდეგ როგორ რეაგირებას მოახდენს ბაზარი. რაიან ტეილორი აღნიშნავს, რომ თავისუფალი ბაზარი საბოლოო ჯამში უკეთეს ფულს შექმნის, ვიდრე მთავრობა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. მთავრობები კონკურენციის პირობებში საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას დაიწყებენ”,-განაცხადა რაიან ტეილორმა.

ტეილორმა ასევე რეგულაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მთავრობები გლობალურად დაიწყებენ კრიპტოვალუტის სივრცის რეგულირებას, ხოლო პატარა ქვეყნები, რომლებიც ახლა იწყებენ კრიპტოვალუტის საკითხზე მუშაობას იქ რისკები ნაკლებად იქნება მოსალოდნელი. Dash-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა ინდუსტრიის საფუძვლიან რეგულირებას მომავალი წლიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ გლობალური ფინანსური ინსტიტუტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შექმნან თავიანთი ციფრული ვალუტები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი