ინდოეთი ეროვნული კრიპტოვალუტის გამოცემის საკითხს განიხილავს

0
2880

ინდოეთის მთავრობა სახელმწიფოს მიერ მხადაჭერილი კრიპტოვალუტის გამოცემის საკითხს სწავლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

მთავრობის წარმომდგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავრობამ შეიმუშავა პანელი, რომელიც განიხილავს შეკითხვებსა და სადაო საკითხებს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ. მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ მხადაჭერილი კრიპტოვალუტის შესახებ მხოლოდ განხილვა და საკითხის შეფასება მიმდინარეობს.

თუმცა, მთავრობის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის შესახებ ახალი კანონპროექტიც განიხილება.

პანელი შეიქმნა 2017 წლის დეკემბერში ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ, რათა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციების განხილვა მომხდარიყო. როგორც ცნობილია, პანელის დასკვნა 2018 წლის ბოლოსთვის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის ფასიანი ქაღალდების კომისიამ საკუთარი ოფიციალური პირები საზღვარგარეთ გაგზავნა, რათ სხვა ქვეყნების გამოცდილება კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO)-ს კუთხით შეესწავლა.

მანამდე კი, ინდოეთის სარეზერვო ბანკმა გამოქვეყნა 2017-18 წლების შემაჯამებელი ანგარიში, სადაც ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებდა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი