კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1407

წინა კვირას კრიპტოვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ბიტკოინი

22 თებერვალს ბიტკოინის ფასი 58.000 დოლარამდე გაიზარდა. სამი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 52.000-დან 57.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ბიტკოინის კურსი 60.000 დოლარის დონეს გადალახავს.

ექსპერტების თქმით, თუკი ბიტკოინის ფასი 60.000 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 65.000 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ეთერიუმი

წინა კვირის განმავლობაში, 21 თებერვალს ეთერიუმის ყველაზე მაღალი ფასი 2.036 დოლარზე დაფიქსირდა. თუკი ალტკოინი 2.000 დოლარზე სტაბილურობას შეინარჩუნებს მოსალოდნელი დონე 2.515 დოლარი იქნება.

ეთერიუმის ფასი შემცირდება, თუკი კურსი 1.714 დოლარამდე დაეცემა. ასეთ დროს ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 1.800 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

რიპლი

20 თებერვალს რიპლის ფასი 0.58 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ალტკოინმა ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

რიპლის 0.60 დოლარზე აქვს მხარდაჭერა. თუკი რიპლის ფასი 0.60 დოლარს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 0.78 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი ალტკოინის კურსი სამი დღის განმავლობაში 0.58 დოლარის დონეს შეინარჩუნებს მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.

ამის მიუხედავად, რიპლის კურსის კლებაც მოსალოდნელია. ასეთ დროს შესაძლოა ფასი 0.50 დოლარამდე დაეცეს.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასმა 20 თებერვალს მიაღწია უმაღლეს დონეს, როდესაც ალტკოინის ფასი 748 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-ის ზრდას 745 დოლარზე ელოდებიან. თუკი კრიპტოვალუტა ამ დონეს დასძლევს მომდევნო სამიზნე ფასი 773 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

შაბათს, ლაიტკოინმა 245 დოლარის ზღვარი გადალახა. ეს ცალსახად არის ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი. 22 თებერვალს ალტკოინის ღირებულება 227 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ლაიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რომ კურსი 256 დოლარამდე გაზარდოს.

თუმცა მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კლების ტენდენციაც მოსალოდნელია, თუკი ალტკოინის ფასი შემცირდება ლაიტკოინის კურსი 191-სა და 181 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ლაიტკოიზე ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი