29 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2624

Coin360 მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი იმედისმომცემად გამოიყურება.

29 აპრილს, დილას დაფიქსირდა, რომ ერთ მომენტში ბიტკოინი 9.500 დოლარის ნიშნულზე ავიდა. კრიპტოვალუტის ამჟამინდელი ღირებულება 9.250 დოლარს შეადგენს.

24 საათის განმავლობაში ბიტკოინმა მხოლოდ 1% -ზე ნაკლები ღირებულების მოგება აჩვენა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი 28 აპრილს 5%-ით გაიზარდა, თუმცა მომდევნო დღეს კრიპტოვალუტის კურსი ისევ შემცირდა.

ამ ეტაპზე ეთერიუმი დაახლოებით, 674 დოლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ 0.5%-ით არის შემცირებული.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 425 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორთა შორის კრიპტოვალუტის მიმართ განწყობა კვლავ არაერთგვროვანია. თუ Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია მომდევნო ათ წელიწადში 40 ტრილიონი დოლარი იქნება Paypal-ის დამფუძნებელმა ბილ ჰარისმა განაცხადა, რომ ბიტკოინი მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობაა და სხვა არაფერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი