ირანის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის საპილოტე პროგრამის გაშვებას გეგმავს

0
813

ირანის ცენტრალური ბანკი (CBI) უახლოეს მომავალში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პროგრამის გაშვებას გეგმავს.

ირანული ახალი ამბების სააგენტოს მოხსენების თანახმად, CBI-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტაბილკოინი ქვეყანას ფინანსური შეუსაბამობების მოგვარებაში შესაძლოა, დაეხმაროს.

ირანში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარება 2018 წელს დაიწყო. ამჟამად, განვითარების ეტაპი დასრულებულია და პილოტიც მალე ამოქმედდება. თუმცა, CBI ამ ეტაპზე დეტალებს არ ამხელს.

როგორც ცნობილია, სტაბილკოინი ირანული CBDC Hyperledger Fabric პლატფორმის გამოყენებით შეიქმნა. ირანმა მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური სირთულეები გამოიარა, მას შემდეგ რაც აშშ-მ მას მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ამ პრობლემების ფონზე, ირანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინის მაინინგი ეკონომიკის აღორძინების მიზნით ლეგალური გახადა.

ირანი ასევე საერთაშორისო ვაჭრობისათვის კრიპტოვალუტის გამოყენებას ცდილობს. CBI-მ და ვაჭრობის სამინისტრომ მიაღწიეს შეთანხმებას CBI-ის გადახდის პლატფორმის სავაჭრო სისტემასთან დაკავშირების შესახებ.

ეს კი ბიზნესებს საშუალებას მისცემს, რომ გადასახადები კრიპტოვალუტის გამოყენებით გადაიხადონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი