ალტკოინების კურსი შემცირებულია

0
1225

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ალტკოინების კურსმა საგრძნობლად დაიკლო.

23 ოქტომბერს ეთერიუმზე ვაჭრობა 172 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი ასევე 172 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კვლავ 157 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა კი 162 დოლარზე დაიხურა.

ფასის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში ეთერიუმის მოსალოდნელი დონე 122 დოლარი იქნება. ექსპერტების თქმით, ეთერიუმს აქვს ფასის ზრდის შანსი. თუკი ალტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 158 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას მაშინ ურჩევენ, როდესაც ეთერიუმის ფასი ზრდას დაიწყებს.

რაც შეეხება რიპლის: რიპლიზე ვაჭრობა 0.29 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 0.29 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.26 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.27 დოლარზე დაიხურა.

ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის კურსი შემცირებულია. თუმცა გუშინდელი ფასების კლების შემდეგ ანალიტიკოსები რიპლის ფასის დაცემას 0.24 დოლარზეც კი ვარაუდობენ.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა ჯერ 0.30 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ამ ეტაზე ანალიტიკოსები რიპლიზე ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი