ანალიტიკოსების პროგნოზი: რიპლის კურსი შესაძლოა, 0.5 დოლარამდე გაიზარდოს

0
2081

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რიპლის კურსი საკმაოდ მერყევი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, 22 აგვისტოს კრიპტოვალუტის კურსი მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე რიპლის ღირებულება 0.34 დოლარს შეადგენს.

რიპლი ნელ-ნელა უახლოვდება 0.37 დოლარის ზღვარს. თუკი კრიპტოვალუტის კურსი 0.37 დოლარის დონეზე მეტს აჩვენებს მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 0.5 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რიპლი ფასის გაზრდას ვერ შეძლებს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 0.31 დოლარის დონეზე უფრო ქვემოთ დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის ფასის მომატებას დაელოდონ, რომელიც 0.38 დოლარი მაინც უნდა იყოს და ამის შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტას მხარდაჭერა 555 დოლარზე აქვს. თუკი კრიპტოვალუტა მოახერხებს და ამ ნიშნულს ასცდება მოსალოდნელი პოზიცია 880-დან 891 დოლარს შორის იქნება. ხოლო, თუ ბიტკოინ Cash-მა ეს პოზიციებიც გადალახა ფასის მოსალოდნელი ნიშნული 1.200 დოლარი იქნება.

თუმცა, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია აჩვენა მოსალდნელი დონე კვლავ 537 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ დაელოდონ ბიტკოინ Cash-ის ფასის ზრდას და შემდეგ განახორციელონ ინვესტიცია.

ლაიტკოინი 22 აგვისტოს 58 დოლარის ნიშნულზეა.

ლაიტკოინს აქვს ფასის ზრდის შანსი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტის კურსმა კვლავ შემცირება დაიწყო მოსალოდნელი ნიშნულები ჯერ 49 შემდეგ კი, 40 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი