აშშ-ს სენატში კრიპტოვალუტის შესახებ მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს

0
929

ამერიკელმა სენატორმა, ბილ ჰეგერტმა საბანკო კომიტეტის მოსმენაზე მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს ახლადდანიშნული დირექტორის, როჰიტ ჩოპრას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გასცა.

„ციფრული ვალუტის ტექნოლოგია მომხმარებელს უზარმაზარ პოტენციალს ფინანსური ინოვაციის თვალსაზრისით ნამდვილად სთავაზობს. ეს არის ინდუსტრია, სადაც მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები ლიდერობს და ასევე, მსურს, რომ გავაგრძელოთ ლიდერობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ სხვა ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც კერძო სექტორის საქმიანობის აკრძალვის გზით წავიდა”,- განაცხადა ბილ ჰეგერტიმ.

აღსანიშნავია, რომ რაჰიტ ჩოპრამ გააკრიტიკა Libra-ს მიღება, როდესაც ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა, ცოტა ხნის წინ, გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, რომ გააკეთოს და იმუშავოს მეტი ციფრული ვალუტების ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკის შესამუშავებლად.

ანგარიშში, ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების მზარდმა გამოყენებამ სანქციების განხორციელება ჰუმანიტარული ორგანიზაციების სახსრების დაბალანსების დროს შეაფერხა.

დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ უკეთესი კომუნიკაცია კრიპტოვალუტის ინდუსტრიასა და ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს მიმდინარე პოლიტიკის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი