შემოდგომაზე Huobi-ს ტაილანდის ფილიალი გაიხსნება

0
1432

ტაილანდში დაფუძნებულმა Huobi-ს შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო. კომპანიის მიზანი კრიპტო სავაჭრო საქმიანობის განხორციელება იქნება.

როგორც ცნობილია, ტაილანდის Huobi მუშაობას შემოდგომიდან შეუდგება. უნდა აღინიშნოს, რომ Huobi-ს ჰყავს ჯგუფი შექმნილი, რომელიც კომპანიის გლობალური გაფართოების სტრატეგიაზე მუშაობს.

განცხადებაში ასევე ნათქვამის, რომ Huobi 120-ზე მეტი სავაჭრო ბირჟის გახსნას გეგმავს, მათ შორის რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონგ-კონგში, ინდონეზიში, კანადასა და ბრაზილიაში.

ივნისის თვეში Huobi Group–ის განცხადება გამოქვეყნდა, რომლეშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია თურქეთშიც აპირებდა ბირჟის გახსნას.

2019 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის საკუთრებაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ თურქეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ Huobi-ს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, კომპანია ავსტრალიაში კრიპტოსავაჭრო პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფდა.

მომხმარებელს ბირჟამ თავდაპირველად შესთავაზა ათი კრიპტოვალუტა, მათ შორის იყო ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი.

ვაჭრობა ავსტრალიური დოლარით არის შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ვალუტის დამატებაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი