კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1734

ამ კვირაში კრიპტოვალუტის კურსი მერყეობით გამოირჩეოდა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი დასტაბილურდება. ამის ნიშანი კი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის პოზიციას დიდი ხნით შეინარჩუნებს.

10.000 დოლარის პოზიციის შემდეგ სამიზნე ფასი 13.970 დოლარია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კლებას დაიწყებს შესაძლოა, ფასმა 7.000 დოლარის ფარგლებშიც კი დაიწყოს მოძრაობა.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ეთერიუმი ფასის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს. ეთერიუმის მომდევნო სამიზნე ფასი 235 დოლარი იქნება. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს შემდეგი დონე 320 დოლარია.

თუმცა, თუკი ალტკოინის კურსი 192 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 150 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 235 დოლარზე დაიწყონ ვაჭრობა. ვაჭრობის შეწყვეტას კი მაშინ ურჩევენ, როდესაც ფასი 192 დოლარს მიაღწევს.

რიპლი

27 ივლისს მკვეთრი ვარდნის შემდეგ რიპლის ფასი მომატებულია. ანალიტიკოსები ფასის გაზრდას 0.30 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ. ალტკოინის კურსის დაცემა კი 0.28 დოლარზეა მოსალოდნელი.

თუკი რიპლის ფასის ნიშნული 0.28 დოლარზე დაეცემა მაშინ შემდეგი მაჩვენებელი 0.19 დოლარი იქნება.

მეორეს მხრივ, თუ ალტკოინი კურსის მატებას შესძლებს მოსალოდნელი დონე 0.38 დოლარი იქნება. ამის შემდეგ კი სამიზნე ფასი 0.45 დოლარია.

ანალიტიკოსების თქმით, ფასი შეიძლება ნებისმიერ გზით წავიდეს. ამიტომ ტრეიდერები უნდა დაელოდონ პოზიციების გამყარებას და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ექსპერტები ლაიტკოინის ფასის ზრდას 90 დოლარის ფარგლებში ელოდებიან. თუკი ალტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი დონე 145 დოლარი იქნება.

თუმცა არსებობს ფასის ვარდნის საფრთხეც. თუკი ლაიტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელო დონე ჯერ 76 დოლარი შემდეგ კი 69 დოლარი იქნება.

ამ რიცხვებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 251-სა და 345 დოლარს შორის არის. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს შესაძლოა, 440 დოლარის ნიშნულიც კი დაიკავოს.

თუმცა, თუკი ალტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 166 დოლარი იქნება.

ამჟამად, ანალიტიკოსები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ და ვაჭრობის დაწყების შესახებ რეკომენდაციას არ გასცემენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი