ესპანეთის აგროკულტურის სამინისტრო Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებს

0
2003

ესპანეთის აგროკულტურის, მეთევზეობის და სურსათის სამინისტრო Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას სატყეო მეურნეობის განვითარებისთვის გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება EuropaPress-ი იტყობინება.

სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით ChainWood-ი მიზნად ისახავს ესპანეთში ხის მომარაგების ეფექტურობის გაუმჯობესებას ინდუსტრიული ლოჯისტიკაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვით.

ChainWood-ის ჯგუფი ესპანეთის რვა რეგიონის წარმომადგენლისგან შედგება. რეგიონებს შორის არის გალიცია, მადრიდი, ანდალუზია, კასტილია და ლეონი და ესტურესი.

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა აგროკულტურის, თევზმჭერი და სურსათის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და ტყის პოლიტიკის გენერალური დირექტორატისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გაწეული დაფინანსებით, რომელიც 93.350 ევროს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ChainWood-ის სამუშაო შეხვედრები უკვე ჩატარდა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ჩინეთის სიჩუანის პროვინციის წარმომადგენელმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის შექმნას გულისხმობდა. შეთანხმება სატყეო მეურნეობაში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ითვალისწინებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი