ოთხშაბათს, 24 ივლისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ნიშნულს დიდი ხნის განმავლობაში არ ჩამოსცილებია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა დაახლოებით 4%-ით დაიკლო. ამის ფონზე ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი გარკვეული დროით 9.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი დღის განმავლობაში 0.21%-ით შემცირდა. ეთერიუმის ფასის ღირებულება კი 215 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 24 ივლისს ეთერიუმის კურსმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 200 დოლარზე აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 267 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალიზაცია წინა დღეებთან შედარებით დაახლოებით 20 მილიარდი დოლარით ნაკლებია.