ბილ კლინტონი: Blockchain-ი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას ემსახურება

0
2056

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგიის შესაძლებლობები გამაოგნებელია.

ამის შესახებ კლინტონმა რიპლის ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე კლინტონმა ჯენ სპერლინგთან ისაუბრა, რომელიც მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო 1996-2001 წლებში. მათ მიმოიხილეს საგარეო პოლიტიკის საკითხები და Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტების განვითარების შესახებაც ისაუბრეს.

კლინტონმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას ემსახურება.

ამასთანავე კლინტომა ინვესტორები გააფრთხილა და აღნიშნა: “შესაძლებელია, რომ ყველანაირი ეკონომიკური და სოციალური სიკეთე არასწორი პოლიტიკის გამო დავკარგოთ, თქვენ უნდა იფიქროთ ამის შესახებ”.

შეგახსენებთ, რომ კლინტონმა 2016 წელს მიიღო მისი პირველი ბიტკოინი, როდესაც ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ტექ.-ინვესტორმა მეთიუ როზკამ ყოფილ პრეზიდენტს ბიტკოინი საჩუქრად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, ჰილარი კლინტონი ბილ კლინტონისგან განსხვავებით არ არის დადებითიად განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ. მან თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს უარი თქვა ბიტკოინით განხორციელებულ შემოწირულობებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი