კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2077

კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 29 მაისის შემდეგ, დაახლოებით 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა. დენ მორჰედი, Pantera Capital Management-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინმა ამ წელში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკვე დააფიქსირა. ის ახლა ინვესტორებს ბიტკოინის ყიდვას ურეჩვს, რადგან ფასები ჯერ კიდევ დაბალია ხოლო, მომდევნო რამდენიმე თვეში კი კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ბიტკოინი

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის კურსი 6.075-დან 12.172 დოლარამდე გაიზრდება. ექსპერტები ასევე იმედოვნებენ, რომ ინვესტორები 7.000 დოლარის ფარგლებში მაქსიმალური რაოდენობის ბიტკოინებს შეიძენენ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ დროსთვის რისკი ძალიან მცირეა და ამიტომ, რაც უფრო მეტ ბიტკოინში ჩაიდება ინვესტიცია თვეების შემდეგ, მოგებაც მეტი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი 6.075 დოლარზე დაეცემა მაშინ, მოსალოდნელია, რომ კურსი უფრო ქვედა დონეზე ჩავიდეს და 5.450 დოლარზე შეჩერდეს.

მიუხედავად ამ პროგნოზებისა, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ რამდენიმე დღე მოიცადონ, სანამ ფასების სურათი უფრო ნათელი არ გახდება.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი თანდათანობით იზრდება. 28 მაისს 492 დოლარზე ეთერიუმმა ძლიერი მხარდაჭერა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი ამ პოზიციის შენარჩუნებას ან გაზრდას ვერ შეძლებს კურსის მოსალოდნელი დაცემა 464 დოლარზეა.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს არანაირი სახის ვაჭერობას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა გარკვეული ზრდის შემდეგ მაინც ვერ შეძლო მყიდველების დაინტერესება. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ დაელოდონ ფასის შედარებით მეტ სტაბილურობას, სანამ ბიტკოინ Cash-ის ყიდვას გადაწყვეტენ.

მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 878 დოლარსა და 750 დოალრს შორის იმერყევოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის დასტაბილურებამდე ინვესტიციები არ განახორციელონ.

რიპლი

ამ კვირაში მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.54 დოლარზე დაეცეს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ღირებულება 0.54 დოლარი იქნება ტრეიდერებისთვის ეს იქნება ინდიკატორი, რათა კრიპტოვალუტაში ინვესტიცია განახორციელონ.

თუ, რიპლის კურსი 0.54 დოლარს ჩამოსცდება კრიპტოვალუტების მოსალოდნელი ღირებულება 0.45 დოლარი იქნება.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში კლებას განიცდის.

ლაიტკოინის კურსის მოსალოდნელი მაჩვენებელი 127 დოლარის ფარგლებშია. ლაიტკოინი ფასის ზრდის ტენდენციად ჩაითვლება ის შემთხვევა, როდესაც კრიპტოვალუტა 127 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ზრდის შემთხვევაში თუ ლაიტკოინის კურსი 140 დოლარამდე გაიზრდება მოსალოდნელი კურის 158 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი 127 დოლარზე ჩამოვა ის შეინარჩუნებს ამ დიაპაზონს და მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 107-დან 127 დოლარის ფარგლებში იმერყევოს.

მანამ სანამ, ექსპერტები ხანგრძლივ პოზიციებზე პროგნოზს გააკეთებენ მანამდე საჭიროა, რომ კრიპტოვალუტა 127 დოლარის ნიშნულს ასცდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი