ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაცია სისტემაში Blockchain-ის დანერგვას განიხილავს

0
1890

ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაცია სისტემაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას განიხილავს. ამ საკითხის განხილვა უკავშირდება ტრანზაქციების სისწრაფესა და უსაფრთხოებას.

ამის შესახებ ინფორმაციას Business Today ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეა საბანკო სფეროს წარმომადგენლებისგან წამოვიდა. ინდოეთის ბანკების ასოციაციის ეგიდით ათი ბანკის ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე, საფინანსო ტექნოლოგიის დანერგვას.

კორპორაცია საცალო გადასახადებისა და ანგარიშსწორების სისტემებს აკონტროლებს, რომელიც 56 ნაციონალურ ბანკს მოიცავს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული საკითხი ყველა დონეზე უნდა იყოს განხილული.

“ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაცია გეგმავს განავითაროს Blockchain ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტურად ტრანზაქციების განხორციელებას”,-აღნიშნულია Business Today-ს სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან ინდოეთის შვიდი უმსხვილესი ბანკი Blockchain-ის სავაჭრო ფინანსურ ინიციატივას შეუერთდა. პროექტს ინფორმაციული ტექნოლოგიების გიგანტი InfoSys-ი ხელმძღვანელობდა.

“Blockchain ტექნოლოგიას აქვს დიდი პოტენციალი, რათა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილება ერთი პლატფორმაზე”,- განაცხადა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი