დენ მორჰედი: დღესდღეობით კრიპტოვალუტის ყიდვისთვის ხელსაყრელი დროა

0
1965

დენ მორჰედი Pantera Capital-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღესდღეობით კრიპტოვალუტა იაფია ამიტომ ყიდვისთვის ხელსაყრელი დროა.

დენ მორჰედმა ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტაში ინვესტიცია იქნება დიდი კატალიზატორი ფასების შემდგომი მომატებისთვის. დენ მორჰედი იმასაც აცხადებს, რომ საჭიროა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის რეგულაციებზე ყურადღების გამახვილება.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, დენ მორჰედის ფონდმა კრიპტოვალუტის ფასის ზრდის დროს, როდესაც ბიტკოინი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ეს კი 2017 წლის დეკემბერში ხდებოდა, როდესაც ბიტკოინის კურსმა 20.000 დოლარს მიაღწია ზუსტად ამ დროს ფონდის მოგებამ 25 000 პროცენტის მოგება ნახა.

ამ ეტაპზე Pantera Capital-ი კვლავ ძალიან პოზიტიურ პროგნოზს აკთებს კრიპტოვალუტის მომავალი განვითარების შესახებ. როგორც დენ მორჰედმა ინტერვიუში აღნიშნა, ათი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი