ტომ ლი: ბიტკოინის ღირებულება 150.000 დოლარს მიაღწევს

0
1220

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი აცხადებს, რომ ბიტკოინის საბაზრო ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ერთი ბიტკოინის მიმდინარე ფასი.

ამის შესახებ ტომ ლიმ Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

კრიპტოვალუტის ბაზრის ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბიტკოინის საბაზრო ღირებულება 13.800-სა და 14.800 აშშ დოლარს შორის მერყეობს. ამის დასტურად კი ტომ ლი აქტიური კრიპტო საფულეების ანგარიშების რაოდენობას ასახელებს.

Bloomberg-თან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ წამყვანი კრიპტოვალუტის რეალური ღირებულება დაახლოებით 150.000 აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც ბიტკოინის საფულის გამოყენებას Visa-ს მომხმარებლების 7% დაიწყებს.

ტომ ლი ციფრული ვალუტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ამიტომ მისი პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია, ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ ტომ ლის ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადების თანახმად, ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ციფრული ვალუტები ფასების ზრდას დაიწყებდა.

“ჩვენ გვაქვს კორექტირებული, შემცირებული ფასები, მაგრამ თუ დროს მისცემთ ფასები ისევ მოიმატებს. ეს არ მოხდება არც სამი თვის და არც ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ეს შესაძლოა, მოხდეს ორიდან სამ წლამდე პერიოდში. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დრო, როდესაც კრიპტოვალუტაში მაქსიმალურად ინვესტიციების განხორციელება უნდა მოხდეს”,-აღნიშნა ტომ ლიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი