მკაცრი მარეგულირებელი სისტემის გამო სამხრეთ კორეას კრიპტო პროექტების დიდი ნაწილი ტოვებს

0
1240

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იზრდება კრიპტოვალუტის პროექტების რაოდენობა, რომელიც სამხრეთ კორეას ტოვებს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების ცნობით, ბოლო დროს ინდუსტრიის ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ კრიპტოვალუტასა და Blockchain-ზე ორიენტირებული პროექტები საზღვარგარეთ განაგრძნობს მუშაობას.

ექსპერტებმა დაასახელეს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი პროექტები ქვეყანას ტოვებენ. ძირითად მიზეზებს შორის არის კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის მკაცრი მარეგულირებელი ნორმების დაწესება.

ექსპერტების აზრით, ამ ეტაპზე ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟების 97%-ს გაკოტრება ემუქრება. მიზეზი კი სავაჭრო საქმიანობის მიმართ მომხმარებლის დაბალი ინტერესია.

ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეამ კრიპტობირჟებზე რეგულაციები გაამკაცრა. ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბირჟის დარეგისტრირება ხდება გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ. აუცილებელი მოთხოვნა კი საბანკო ანგარიშების ნამდვილობის შემოწმებაა.

Korea Times-ის ცნობით, ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი სონგ ჰი-კიანგი მარეგულირებელ სისტემასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ წესები შემუშავებული იყო სავაჭრო პლატფორმებზე ფულის გათეთრების, კიბერ დანაშაულისა და პირადი მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი