ანალიტიკოსები კრიპტოვალუტის ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ

0
1879

გუშინ, კრიპტოვალუტების კურსმა საგრძნობლად მოიმატა.

27 მაისს რიპლიზე ვაჭრობა 0.41 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 0.44 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.40 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.43 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა ჯერ 0.47 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს, შემდეგ კი 0.60-ის.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რიპლის ძლიერი წინააღმდეგობა 0.45 დოლარზე შეხვდება. ამ ნიშნულის დაძლევის შემდეგ ტრეიდერებს თავისუფლად შეუძლიათ ვაჭრობა დაიწყონ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 111 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 120 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კვლავ 111 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 118 დოლარზე დაიხურა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 158 დოლარი იქნება. ექსპერტების თქმით, ლაიტკოინი ძლიერ წინააღმდეგობას 127 დოლარზე შეხვდება. თუკი ალტკოინი ამ ზღვარს დასძლევს ფასის მატება გარდაუვალია.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ლაიტკოინის ფასის ნიშნული 127 დოლარს ასცდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი