აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი BitConnect-ის დამფუძნებელს თაღლითობაში ადანაშაულებს

0
822

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) თანახმად, სან დიეგოს ფედერალურმა ჟიურიმ BitConnect-ის დამფუძნებელს, სატიშ კუმბჰანს ბრალი წაუყენა თაღლითური სქემის ხელმძღვანელობისათვის, რა დროსაც მან საკრედიტო პროგრამის გამოყენებით საერთაშორისო მასშტაბით ინვესტორებს 2,4 მილიარდი დოლარი მოტყუებით ჩაარიცხინა.

ჯერ კიდევ 2017 წელს, აჟიოტაჟის ფონზე, BitConnect-მა (BCC) ყველა დროის ყველაზე მაღალი სავაჭრო ფასი დაფიქსირა, რაც 463,31 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შედეგად მათ, DOJ-ის მონაცემებით, საბაზრო კაპიტალიზიის პიკს მიაღწიეს და 3,4 მილიარდ დოლარად შეაფასეს ჯამური აქტივები.

ინდოეთში, კერძოდ, გუჯარატში მცხოვრები კუმბჰანი ინვესტორებს ზღაპრულ მოგებას დაჰპირდა და რისკების დასაზღვევად საკრედიტო პროგრამის ფრგლებში გარანტირებულ ანაზღაურებას.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კუმბჰანიმ გამოიყენა ახალი ინვესტორების თანხები, რათა ნაწილობრივ გადაეხადა ძველი ინვესტორებისათვის, რათა ეჭვი არ შეეტანათ მის დაპირებაში.

აღსანიშნავია, რომ სატიშ კუმბჰანიმ ასევე თავი აარიდა აშშ-ს რეგულაციებს, რადგან ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელში (FinCEN) ვერ გაიარა რეგისტრაცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი