კვლევა: ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ მზარდია

0
1184

ინვესტორთა გამოკითხვის თანახმად, 73% კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელებას.

კრიპტოვალუტის შეძენის მსურველი მილიონერების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ახალი გამოკითხვის თანახმად, 73%-ს სურს ციფრული აქტივების ფლობა 2022 წლის ბოლომდე.

HNW-ს კვლევამ აჩვენა, რომ მილიონერ რესპონდენტთა თითქმის სამი მეოთხედი ან უკვე ფლობს ან უახლოეს მომავალში, 2022 წლის ბოლომდე, აპირებს კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ჩადებას.

კვლევის თანახმად, ფინანსური საკონსულტაციო ორგანიზაცია deVere Group–მა გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 73% კრიპტოვალუტის მიმართ მზარდ ინტერესს გამოხატავს.

გამოკითხვის მონაწილეები იყვნენ ის პირები, რომლებსაც აქვთ 1 მილიონზე მეტი ბრიტანული ფუნტის (დაახლოებით 1,32 მილიონი დოლარი) კაპიტალი.

ინვესტორები სხვდასხვა რეგიონიდან შეირჩნენ, მათ შორის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, აზია, აფრიკა, შუა აღმოსავლეთი, ავსტრალია და ლათინური ამერიკა.

DeVere Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნაიჯელ გრინმა გამოკითხვაში აღნიშნა, რომ ბიტკოინი კიდევ ერთხელ იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აქტივი წელს, რომელმაც თითქმის 125%-ანი ზრდა განიცადა. რესპოდენტებმა ასევე აღნიშნეს რომ მათ ასეთ დაინტერესებას ისიც განაპირობებს, რომ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა PayPal-ი და Square-ი ბიტკოინს ენდობიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი