ექსპერტების მოსაზრება: საჭიროა კურსის ცვლილება და შემდეგ ინვესტიციების განხორციელება

0
3241

ბიტკოინის ფასი მკვეთრად შემცირდა. მოსალოდნელი დონე 6.000 დოლარია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი ბიტკოინმა ასეთი ტემპით გააგრძელა კურსის კლება მაშინ მოსალოდნელი დონე 5.450 დოლარი იქნება. აღნიშნული ფასის კი იმერყევებს 5.450-დან 5.000 დოლარს შორის.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ასევე ურჩევენ, რომ დაელოდონ ფასის შედარებით ზრდას და მხოლოდ მაშინ განახორციელონ ინვესტიციები.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი 404 დოლარის ზღვარს ჩამოსცდა. ახლა მოსადონელი მხადაჭერა კრიპტოვალუტას მხოლოდ 358 დოლარზე ექნება.

ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსმა 350-დან 358 დოლარს შორის იმოძრაოს, ხოლო თუკი, კურსი კიდევ უფრო შემცირდა მაშინ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეთერიუმის კურსი 280 დოლარზე დაეცემა.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ცვლილებას დაელოდონ, რომელიც ამავდროულად ზრდისკენ იქნება მიმართული და ისე დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, რომ კურსის კლების შემთხვევაში ფასი 0.32 დოლარამდე დაეცემოდა.

ამ ეტაპზე, ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.24 დოლარზეც კი შემცირდეს. თუმცა, არსებობს პოზიტიური პროგნოზიც, რა დროსაც რიპლის კურსის მაჩვენებელი შესაძლოა 0.42 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი