აშშ-ს საბანკო სექტორის მარეგულირებელი fintech-ის დანერგვას განიხილავს

0
1432

აშშ-ს ხაზინა, რომელიც ბანკების მარეგულირებელ წესებზე არის პასუხისმგებელი fintech კომპანიებთან დიალოგისთვის ემზადება.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვალუტის მაკონტროლებელი და მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო ონლაინ შეხვედრას გამართავენ, სადაც საბანკო სისტემაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას განიხილავენ.

შეხვედრები ივლისის ბოლოს დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ დიალოგში ნებისმიერი დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ ანალოგიური შეხვედრა გამართა თებერვალში, სანამ ქვეყანაში COVID-19-ის ვირუსი მასშტაბურად გავრცელდებოდა.

დაახლოებით ორი წლის წინ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ მარეგულირებელი სტრუქტურა გააფართოა, რათა fintech კომპანიების განვითარებისთვის უკეთესი სივრცე შეექმნა.

შეიქმნა სტრატეგიული განვითარებისა და მართვის ორგანო, რომელმაც ინსპექციის ორგანო შეცვალა. ორგანო ფინანსური სტრატეგიის პოლიტიკის შემუშავებაზე ზრუნავს. ასევე მას ევალება ციფრული ვალუტის ბაზრისა და fintech კომპანიების პრობლემების მოგვარება.

გარდა ამისა, ორგანო პასუხისმგებელი არის ფინანსური ინსტიტუტების შემოწმებაზეც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი