ჯანეტ იელენი: კრიპტოვალუტას სარგებელი მოაქვს

0
906

აშშ-ს ხაზინის 78-ე მდივანმა, ჯანეტ იელენმა, CNBC-ისთან რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის ფონზე ინფლაციის მზარდ დონესა და ფედერალურურ დარღვევებზე ისაუბრა. მან საზოგადოებას მოუწოდა კრიპტოვალუტის ამჟამინდელ პერსპექტიულობას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

იელენმა განაცხადა, რომ ამჟამად, ციფრული ვალუტა მნიშვნელოვან როლს თამშობს, არამხოლოდ საერთაშორისო ტრანზაქციებში, არამედ ის ბევრი ამერიკელისათვის საივესტიციო საშუალებად იქცა.

“კრიპტოვალუტას სარგებელი მოაქვს და ჩვენ ვაღიარებთ, რომ გადახდების სისტემაში ინოვაციები შესაძლოა, იყოს ჯანსაღი”,-აღნიშნა ხაზინის მდივანმა.

ამასთანავე, ჯანეტ იელენმა ბაზრის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გამოთქვა.

ეს შეფასება ხშირად ინდუსტრიის უაღრესად არასტაბილურ ხასიათს უკავშირდება, რომელიც ექსპერტებისა და ოფიციალური პირებისგან ხშირად კრიტიკის საფუძველი ხდება.

ციფრული ვალუტების შესახებ იელენის განწყობა მოკლედ, რომ შევაჯამოთ, შეიძლება ცოტა უცნაურიც კი გამოვიდეს, რადგან მას შარშან ამავე პერიოდში ბევრად სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში მან აშშ-ს ფინანსური სექტორის საინოვაციო პოლიტიკის მრგვალ მაგიდაზე განაცხადა: „მე ვხედავ ამ ახალი ტექნოლოგიების დაპირებას, მაგრამ ასევე ვხედავ რეალობას“.

ამის შემდეგ იგი საუბრობდა ფულის გათეთრების პრობლემებზე, ონლაინ ნარკორეალიზატორებსა და ტერორიზმის დაფინანსებაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი