21 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1972

ორშაბათს, 21 იანვარს კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ შემცირებას განაგრძობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი მაჩვენებლები კვირას დაფიქსირებული ფასებისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

დღის განმავლობაში ტომ 10 ციფრული ვალუტის კურსმა 3%-დან 7%-მდე დაიკლო.

ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 3.755 დოლარზე დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული კი ბიტკოინის კურსმა 3.570 დოლარზე აჩვენა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 0.5%-ით არის გაუმჯობესებული. თვის განმავლობაში დანაკარგი კი 11%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რიპლის: ამჟამად, ალტკოინის ფასი დაახლოებით 3.4%-ით არის შემცირებული. კრიპტოვალუტის ფასი კი 0.31 დოლარს შეადგენს.

კვირის განმავლობაში რიპლის ფასი 2.4%-ით შემცირდა. თვის განმავლობაში კი დანაკარგი გაცილებით მაღალია და ის 13.6%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 119 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი