არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ერთობლივი ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობენ

0
2174

არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ერთობლივი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Emirate News Agency ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის საემიგრაციო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აბუ-დაბიში შეხვედრა გამართა, რომელსაც ორივე ქვეყნის 16 წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის მიზანი სტარატეგიის შემუშავება იყო.

სტრატეგია შვიდი ინიციატივისგან შედგება, მათ შორის არის ახალგაზრდებში ფინანსებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო დონეზე ციფრული ვალუტის განვითარება.

სტატიის მიხედვით, კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ბანკებმაც უნდა განახორციელონ. ეს კი პროექტის ერთგვარი ექსპერიმენტული ფაზა იქნება. ამ ექსპერიმენტის მიზანია ბანკები Blockchain ტექნოლოგიის არსში გაერკვნენ და მიღებული შედეგები გაანალიზონ.

ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ტექნოლოგიების სტანდარტების შექმნას და კიბერ რისკების განსაზღვრას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში არაბეთის საამიროების ცენტრალური ბანკი საუდის არაბეთის სავალუტო ფონდთან თანამშრომლობდა. თანამშრომლობის მიზანი ორ ქვეყანას შორის საერთაშორიოს საფინანსო ოპერაციებში კრიპტოვალუტის გამოყენება იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი