ამ კვირაში დაფიქსირებული ფასების მატების შემდეგ, გუშინ, ციფრული ვალუტების ბაზარი ისევ შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 15 იანვარს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 133 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 134 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 127 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 128 დოლარზე დაიხურა.
საბოლოოდ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ალტკოინის ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 147 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 100 დოლარამდე დაიკლოს.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.
რაც შეეხება Bitcoin SV-ს: გუშინ ალტკოინზე ვაჭრობა 80 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალი ფასი კი 81 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 76 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 77 დოლარზე დაიხურა.
კრიპტოვალუტამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 3%-ზე მეტით დაიკლო.
იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასი 102 დოლარი იქნება. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსი 74 დოლარამდე შემცირდეს.
ექსპერტები Bitcoin SV-ზე ვაჭრობას ჯერჯერობით არ რეკომენდირებენ.