Binance-მა თურქეთში კლიენტების მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

0
840

მსოფლიოს უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა. ორი წლის წინ Binance-მა თურქეთი საპილოტე სერვისების ქვეყანად აირჩია და იქ თავისი ფილიალი გახსნა.

Binance-ის მიერ თურქეთის არჩევის შესაძლო მიზეზი ტრაფიკის მაღალი მოცულობაა, რომელსაც ბირჟა ამ ქვეყნიდან იღებს.

საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრიც სწორედ თურქთში გაიხსნება, სადაც 24/7-ზე კომპანია მომხმარებლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საპილოტე პროგრამა თურქეთში წარმატებას მაღწევს კომპანია მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით დანერგავს. ამ საკითხზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ პარიზში გამართულ Blockchain სამიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომხმარებელთა მხარდაჭერის პროგრამა იწარმოებს ტექსტური შეტყობინებების სახით და ხელმისაწვდომი დღის ნებისმიერ მონაკევეთში იქნება.

როდესაც მომხმარებელი აპლიკაციიდან ოპერატორს მიწერს და გააცნობს მის დაინტერესების მიზეზსს ოპერატორი მას თავად დაუკავშირდება და მაქსიმალურად ამომწურავად დაეხმარება საკითხის გაგებასა და მოგვარებაში.

განცხადების თანახმად, პროგრამა თურქულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, პროგრამა თაღლითური სქემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი