მარშალის კუნძულები ეროვნული კრიპტოვალუტის პროექტზე მუშაობას განაგრძობს

0
1486

მარშალის კუნძულების მთავრობაში აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის საკითხზე მსჯელობა. გუნდმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია პარტნიორების მოძიება, ინვესტორებისა და დეველოპერების დაინტერესება. მათთან პარტნიორობა კი პროექტის განხორციელების გარანტია იქნება.

სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის გუნდის მთავარი ეკონომისტი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოფილი გენერალური მდივანი დოქტორი პიტერ დიუტუსი არის.

უნდა აღინიშნოს, რომ მარშალის კუნძულების პარლამენტმა თავდაპირველად მხარი დაუჭირა ეროვნული ციფრული ვალუტის განვითარებას. ანაგრიში 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, სამომავლოდ კრიპტოვალუტა მოქალაქეებმა უნდა გამოიყენეონ აშშ დოლართან ერთად, რომელიც ქვეყნის ოფიციალური ვალუტაც არის.

სექტემბერში პროექტმა მიიღო ფინანსური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისგან კრიტიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კრიპტოვალუტის რისკებს გაუსვა ხაზი. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ციფრული ვალუტიდან შემოსავლების ზრდის პოტენციური სარგებელი ძალიან მცირე იყო, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები კი მაღალი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი