სტივ ვოზნიაკმა Blockchain ტექნოლოგიის პლატფორმაში ინვესტიცია განახორციელა

0
1488

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა Blockchain ტექნოლოგიაში ინვესტიცია განახორციელა. სტივ ვოზნიაკი ენერგოეფექტური კომპანიის Efforce-ის თანადამფუძნებელი გახდა. კომპანიის მთავარი ოფისი კი მალტაზე მდებარეობს.

კომპანია ვოზნიაკმა ჯაკობო ვისეტისთან ერთად დააფუძნა. როგორც ცნობილია, ჯაკობო ვისეტი განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის სექტორში მუშაობს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანია უზრუნველყოფს Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მიმართულია ენერგოეფექტურ ინდუსტრიაზე.

“Blockchain პლატფორმა აღიარებული უნდა იქნეს, როგორც პირველი და მთავარი პლატფორმა მსოფლიოში, რომელიც ენერგიის დაზოგვისთვის იქნება შექმნილი”,- განაცხადა ჯაკობო ვისენტიმ.

მედიით გავრცელებული ცნობების მიხედვით, სტივ ვოზნიაკმა Efforce-ის შესახებ ცოტა ხნის წინ მალტაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი აზრით, ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს სტივ ვოზნიაკი აღნიშნავდა, რომ Blockchain-ის პროექტებში ჩართვას გეგმავდა.

“ეს ისეთი დამოუკიდებელია! ეს ჰგავს ინტერნეტს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი ბრენდი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ადამიანი თუ ხედავს Blockchain-ის იმ ღირებულებას, რომელიც ასე მაგონებს ინტერნეტის ადრეულ დღეებს”,- აცხადებდა Apple-ის თანადამფუძნებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი