Reddit-ის თანადამფუძნებელი ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასების შესახებ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს

0
2018

Reddit-ის თანადამფუძნებელმა ალექსის ოენაინმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარს, ხოლო ეთერიუმის – 1.500 მიაღწევს.

ბიტკოინის შესახებ საუბრისას ალექსის ოენაინმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტა არის, რომელიც გლობალური მასშტაბით არის მნიშვნელოვანი.

ამასთანავე, Reddit-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ ბიტკოინის არასტაბილურობა მის გრძელვადიან პერსპექტივებს განაპირობებს.

ალექსის ოენაინმა იქვე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია Blockchain-მა მსოფლიო მოიცვას და თავისუფლად არსებობს იმის შანსი, რომ Blockchain ტექნოლოგია “ახალი ინტერტენტის” შესაქმნელად იყოს გამოყენებული.

როგორც ალექსის ოენაინი ამბობს, კრიპტოვალუტა სწრაფად ვითარდება, თუმცა იქვე ამატებს, რომ მისი სანდოობა დროთა განმავლობაში უფრო უკეთ გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ VC-ის კომპანია, რომლის თანადამფუძნებელიც ასევე არის ალექსის ოენაინი ამერიკული კრიპტოვალუტის ბირჟის Coinbase-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ოენაინის ეს კომპანია 250 მილიონის დოლარის ღირებულების აქტივების მმართველია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი