რიპლის თანადამფუძნებელი: ტექნიკურ ცივ ომს აშშ ჩინეთთან აგებს

0
1438

LA Blockchain Summit–ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რიპლის თანადამფუძნებელმა, კრის ლარსენმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ჩამორჩა გლობალურ ფინანსურ სისტემას.

ლარსენი ამტკიცებს, რომ აშშ ჩამორჩა ჩინეთთან მიმდინარე ”ტექნიკურ ცივ ომს”. ის აღნიშნავს, რომ ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ გადააჭარბა ამერიკელ დეპუტატებს საკანონმდებლო სიცხადის უზრუნველყოფის, რესურსების განაწილების, ინფრასტრუქტურის შექმნის, Blockchain-ისა და სხვა ტექნოლოგიების განვითარებაში.

”ჩინეთმა აღიარა, რომ ეს ტექნოლოგიები წარმოადგენს გასაღებს, მათთვის, ვინც აპირებს გააკონტროლოს შემდეგი თაობის ფინანსური სისტემა. SWIFT-ი და სხვა ბანკები არ იქნება ის სისტემა, რომელთანაც ვიცხოვრებთ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში”,- განაცხადა კრის ლარსენმა.

რიპლის თანადამფუძნებელმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მიერ დოლარის დიგიტალიზაციის ინიციატივების მიღებას. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის განვითარების მხრივ წინ მიიწევს.

კრის ლარსენმა დაამატა, რომ ბანკის ციფრული ვალუტა საშუალებას მისცემს ჩინეთს გაავრცელოს იუანი გლობალურად და აშშ დოლარის დომინირება საერთაშორისო ბაზრებზე შეარყიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი