BlackRock-ი კრიპტოვალუტის ფონდს ქმნის

0
747

მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მენეჯერმა კომპანია BlackRock-მა გასული კვირის ბოლო გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იუწყება, რომ 10 ტრილიონ დოლარე მეტი აქტივების ზედამხედველობის ფონზე, ახალი დამოიკიდებელი Spot Bitcoin (BTC) ტრასტი წამოიწყო.

ფონდი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის და ცდილობს თვალყური ადევნოს ბიტკოინის მუშაობას, რისთვისაც ის გადასახადს დააწესებს.

„მიუხედავად ციფრული ვალუტების ბაზრის მკვეთრი ვარდნისა, ჩვენ მაინც ვხედავთ არსებით ინტერესს ზოგიერთი ინსტიტუციური კლიენტისგან იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ ეფექტური და ეკონომიური წვდომა ამ აქტივებზე ჩვენი ტექნოლოგიისა და პროდუქტის შესაძლებლობების გამოყენებით.

ბიტკოინი არის უძველესი, ყველაზე დიდი და ლიკვიდური ციფრული აქტივი და ამჟამად წარმოადგენს ჩვენი კლიენტების ინტერესის ძირითად საგანს ციფრული ვალუტების სივრცეში”,- ნათქვამია BlackRock-ის განცხადებაში.

კერძო საინვესტიციო ტრასტებს, რომლებიც არ ითხოვენ ინვესტიციებს საცალო ინვესტორებისგან, არ სჭირდებათ დარეგისტრირება შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებში.

სტაბილკოინების გამოკლებით, ბიტკოინი ინარჩუნებს ინდუსტრიის საბაზრო კაპიტალიზაციის 50%-ს. რაც შეეხება Blockchain ენერგიის გამოყენებას, BlackRock-მა განაცხადა, რომ ეს წახალისებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა RMI და Energy Web, რომლებიც ავითარებენ პროგრამებს ბიტკოინის მაინინგში ენერგიის მდგრადი გამოყენებისთვის მეტი გამჭვირვალობის შესაქმნელად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი