Galaxy ბანკმა 52.5 მილიონი დოლარი კრიპტოვალუტის კომპანიისთვის გამოყო

0
1937

კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულმა Galaxy ბანკმა 52.5 მილიონი დოლარი კრიპტოვალუტის დაკრედიტების კომპანია BlockFi-ისთვის გამოყო.

Galaxy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ საოცრად აღფრთოვანებულია კრიპტოვალუტის სფეროში შესვლით.

უნდა აღინიშნოს, რომ BlockFi კლიენტებს კორპორატიულ და საცალო სესხებს შესთავაზებს. ამჟამინდელი შეთავაზება მხოლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმზეა.

ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია 2018 წლის იანვარში გაიხსნა. ამ ეტაპისთვის BlockFi-ის 1.55 მილიონი დოლარის კაპიტალი აქვს დაგროვებული.

კომპანიის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცის გადაწყვეტილებაზე განაცხადა, რომ ეს ინვესტიცია კრიპტოვალუტის ეკოსისტემისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იქნება.

“არსებული კლიენტებისა და ინვესტორების მხრიდან ჩვენ ვნახეთ ბიტკოინისა და ეთერიუმის მხარდაჭერა. კლიენტების მხირდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ უახლოეს მომავალში ჩვენი სერვისების გაფართოებას ვგეგმავთ, რათა უკეთ განვითარდეს კრიპტოვალუტის სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის ბაზარი”,-აღნიშნავს BlockFi-ს დამფუძნებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი