4 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1349

კვირას, 4 ნოემბერს კრიპტოვალუტების კურსი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებული ფასის ზრდის ტენდენცია ბიტკოინ Cash-მა დააფიქსირა. ალტკოინის ღირებულება თითქმის 21%-ით გაიზარდა.

ბიტკოინ Cash-ი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მეოთხე უმსხვილესი კრიპტოვალუტაა. ალტკოინმა ფასის ზრდა 473 დოლარიდან დაიწყო და 573 დოლარს გადააჭარბა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 420 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიუხედავად ბიტკოინ Cash-ის ფასის ასეთი ცვლილებისა, ბიტკოინის კურსი დღის განმავლობაში 0.4%-ით შემცირდა და საბოლოოდ კრიპტოვალუტის კურსი 6.327 დოლარამდე დაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტო ბაზარზე ბიტკოინის დომინირებამ მცირედით დაიკლო. კონკრეტულად, მაჩვენებელი 53.3%-დან 52.5%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 1.5%-ით გაიზარდა და ღირებულებამ 203 დოლარს მიაღწია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 0.7%-ით იყო შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 209 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი