25 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1439

ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ფასები სტაბილურობას ინარჩუნებდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტების კურსს განსაკუთრებული ცვლილებები არ განუცდია.

ბიტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 6.484-დან 6.504 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის კურსის დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6.500 დოლარაზე ზევით მერყეობს. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტა ფასის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და დღის ბოლოს ვაჭრობა კვლავ 6.470 დოლარის ფარგლებში იხურება.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი კვლავ 200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გუშინ, ალტკოინზე ვაჭრობა 203 დოლარაზე გაიხსნა, ხოლო 202 დოლარაზე კი დაიხურა. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 200 დოლარის ნიშნულის ქვემოთ არ ჩასულა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 209 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი