ინდოეთის კრიპტოვალუტის სფეროს წარმომადგენლები მთავრობასთან სასაუბროდ ემზადებიან

0
1551

ინდოეთის არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა უკანონოა და ამიტომ ბიზნესი იძულებულია ამ კანონს დაემორჩილოს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება იტყობინება.

“ეს არის ქვეყნის კანონი და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე”, – განაცხადა ეროვნული პროგრამული და სერვისების კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა დებჯანი გოშმა.

მან იქვე დასძინა, რომ ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ კანონს მთავრობასთან სასაუბროდ უნდა დასხდნენ და ხელისუფლებას უნდა აუხსნან, თუ რატომ არის ეს კანონი კრიპტოვალუტისთვის საზიანო.

“ამ პრობლემის გენეზისი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკა არ იცვლება იმ ტემპით, რა ტემპითაც ტექნოლოგია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვფოკუსირდეთ”,-განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის მთავრობა ეროვნული კრიპტოვალუტის გამოცემის საკითხს განიხილავდა.

მთავრობის წარმომდგენელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავრობამ შეიმუშავა პანელი, რომელიც განიხილავდა შეკითხვებსა და სადაო საკითხებს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი