19 აპრილს ბიტკოინის კურსი საკმაოდ მდგრადი იყო იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას კრიპტოვალუტის ფასმა ნახევარ საათში 1000 დოლარით მოიმატა, გარკვეული დროით შეინარჩუნა პოზიცია და შემდეგ ისევ დაცა. თუმცა, აღნიშნული კურსის ვარდნა ართუ დიდი მასშტაბების იყო.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 1%-ზე ცოტა მეტით გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ კი დაახლოებით, 8.250 დოლარი შეადგინა.
მიუხედავად ბიტკოინის დღევანდელი კურსის მოძრაობისა, ანალიტიკოსი ტონი ვეისი მომხმარებელს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.
“თუ ჩვენ შეგვიძლია ბიტკოინის 8.600 დოლარის ფარგლებში მიღება სრულიად შესაძლებელია, რომ ფასი დაეცეს”,- აღნიშნა მან.
ტონი ვეისის მოსაზრებით, ისევ არსებობს კრიპტოვალუტის იმ ზონაში დაბრუნების შესაძლებლობა, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარზე ქვემოთ იმყოფებოდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბიტკოინის ფასი სწრაფად გაიზრდება და 9000 დოლარს მიაღწევს.
მიუხედავად ამისა, ექსპერტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ბიტკოინი 8.000 დოლარზე პოზიციებს გაიმყარებს და შემდეგ ფასის მომატებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირას ტექ-ინვესტორმა ტიმ დრაიპერმა CNBC-სთან აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი 2022 წელს 250.000 დოლარი იქნება. დრაიპერს ეკონომისტი ბრაიან კელიც დაეთანხმა.
ასევე დანიის უმსხვილესი Saxo bank-ის ანალიტიკოსების თქმით, კრიპტოვალუტა წლის მეორე ნახევრიდან შეძლებს კურსის მკვეთრ გაუმჯობესებას.