ჰაკერებმა მოპარული თანხით ბიტკოინები იყიდეს

0
1425

აშშ-ი მცხროვრები ნიგერიული წარმოშობის ჰაკერებმა მილიონი დოლარის მოპარვის შემდეგ თანხა კრიპტოვალუტაში გადაიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას FBI ავრცელებს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ჰაკერებმა რამდენიმე ათასი დოლარით უინკლევოსების კრიპტობირჟაზე ბიტკოინები იყიდეს.

FBI-მ თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს თაღლითებმა ბიტკოინი მოპარული თანხების გადარიცხვისთვის.

აპრილის თვეში გამოძიების ფედერალური ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

პრესრელიზში FBI-მ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის თაღლითობასთან დაკავშირებული სქემების ზრდა ზიანს მიაყენებდა ციფრული ვალუტით დაინტერესებულ პირებს.

”მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ უამრავი ციფრული აქტივების სერვისის მიმწოდებელი არსებობს, არამედ ათასობით კრიპტოვალუტის აპარატია განთავსებული, რომლებსაც კრიმინალები საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებენ”,- აღნიშნული იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი