Telos-ი სხვადასხვა ციფრული ბიზნესის დახმარებას იწყებს

    Telos-ის Blockchain-მა განაცხადა ახალი ინსტრუმენტის ამოქმედების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს დაბალი ლიკვიდურობის პროექტებს ფინანსების შეგროვებაში: საქმე ეხება NFT პროდუქტს, რომელიც, ცნობილია როგორც “T-Bond-ი”.

    ამ პლატფორმით კომპანია იმედოვნებს, რომ დაეხმარება ახალ და ძველ ბიზნესს და საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებაში ამ კომპანიების ცნობადობას.

    მედიასთან ინტერვიუს დროს პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დუგლას ჰორნმა აღნიშნა, რომ სიმბოლური დაფინანსების მოძიება რთული პრობლემაა როგორც არსებული, ისე ახალი პროექტებისთვის.

    ”კრიპტოპროექტის წინაშე დგას მრავალი გამოწვევა. Telos– ს აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა დახმარებოდა პროექტებს, რომელთა ლიკვიდურობა და ფინანსები მცირდება, იქამდე სანამ ისინი საერთაშორისო ბაზარზე გავლენ და მოგების წარმოებას დაიწყებენ”,- განაცხადა დუგლას ჰორნმა.

    შეგახსენებთ რომ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის ეხებოდა, ნათქვამია რომ, 2020 წელს Blockchain პროექტების რაოდენობა გაიზარდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *