Saxo Bank-ის ანალიტიკოსი კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ ზრდას წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს

0
3025

დანიის უმსხვილესი ბანკი Saxo Bank-ი ოპტიმიზმისტურ პროგნოსს აკეთებს 2018 წელში კრიპტოვალუტის ფასის ზრდის შესახებ.

Saxo Bank-ის ანალიტიკოსი იაკობ ფუნსი თვალს ადევნებს კრიპტოვალუტის კურსის ცვლილებებს და აცხადებს, რომ წლის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტის ფასები მკვეთრად მოიმატებს.

“კრიპტოვალუტის ბაზრის ინსტიტუციონალური კაპიტალის შემოდინება რეგულირებისა და ინვესტორის დაცვის ზრდის მიზნით კრიპტოვალუტის კურსზე შეიძლება დადებითად აისახოს”, -განაცხადა იაკობ ფუნსიმ.

Saxo Bank-ი ცნობილია ფასების ზუსტი პროგნოზით, კერძოდ, ბიტკოინის შესახებ თითქმის, ყოველთვის მმართლდება ბანკის ხედვები.

მაგალითად, 2016 წელს, როდესაც ბიტკოინი 450 დოლარიდან და 950 დოლარის ფარგლებში მერყეობდა ბანკის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ფასები მომდევნო წელს 2.100 დოლარამდე გაიზრდებოდა.

გასული წლის დეკემბერში Saxo Bank მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ 2018 წელს არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ბიტკოინის ფასი 1.000 დოლარამდე დავარდნილიყო.

მიუხედავად ბანკის ამ პროგნოზისა, ანალიტიკოსი ქეი ვან-პეტერსენი რისკზე წავიდა და თამამი განცხადება გააკეთა. მისი მოსაზრებით, 2019 წლის დასაწყისიდან ბიტკონის კურსი 100.000 დოლარს მიაღწევს.

“ჩემი აზრით, საბოლოოდ დავინახეთ კრიპტოვალუტის მიმდინარე, უარყოფითი ციკლი და ვფიქრობ, რომ ეს ციკლი სრულდება. ინვესტორები უკვე მზად არიან და მოელიან წლის უარყოფითი დასაწყისის შემდეგ დადებით ამბებს”, – აღნიშნა Saxo Bank-ის ანალიტიკოსმა იაკობ ფუნსიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი