სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კვლევებს აწარმოებს

0
1752

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი ჩინურ კომპანიასთან ერთად იმუშავებს, რათა Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კვლევები აწარმოოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სიჩუანის პროვინციაში გამართულ Blockchain სემინარების ფარგლებში სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ადგილობრივ კომპანიასთან Chongqing Jinwowo Technologies-სთან ხელშეკრულება გააფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას აქვს უკვე გამოცდილება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

“ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ”,- განაცხადა პენგ იანმა, რომელიც არის ბიზნესისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.

სემინარზე ასევე ადგილობრივი Blockchain ტენოლოგიის ასოციაციის შესახებ პრეზენტაციაც მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პეკინი, შანხაი და განგძუ ჩინეთის Blockchain კანონმდებლობისთვის და პოლიტიკისთვის ყველაზე კონცენტირებული ტერიტორია აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, ჩინეთი კვლავაც მხარს უჭერს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი