ტაილანდის ცენტრალური ბანკი: ფინანსური ინსტიტუტების მიერ კრიპტოვალუტის გამოყენება 2019 წელს დაიწყება

0
1807

ტაილანდის ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა დაახლოებით სამი-ხუთი წლის პერიოდში გადავა ნაღდი ანაგრიშსწორებიდან ციფრულ ანგარიშსწორებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
 
ცენტრალური ბანკის დირექტორმა, დოქტორმა ვერათაი სანტიფრაბობმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ჯერჯერობით ნაღდ ფულს ვერ ჩაანაცველბს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ტაილანდის ცენტრალურ ბანკს არ აქვს საკუთარი კრიპტოვალუტა უნდა აღინოშნოს, რომ ბანკი ამ საკითხზე მუშაობას.

“ტაილანდის ცენტრალური ბანკი იმედოვნებს, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ციფრული ვალუტის გამოყენება 2019 წელს დაიწყება”,-აღნიშნულია ტაილანდური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო განცხადებების მიხედვით, ტაილანდის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტების მიმართ კეთილგანწყობას ინარჩუნებდა. ამის მაგალითია ის ბრძანება, რომელიც ტაილანდის ბანკმა გამოსცა.

პირველ აგვისტოს, ტაილანდის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტაილანდურ ბანკებს შეეძლოთ ციფრული ტოკენების გამოშვება, კრიპტო-ბროკერული მომსახურება და შვილობილი კომპანიების მეშვეობით კრიპტოვალუტაში ინვესტირება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი