პოლონეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის დაბეგვრის კანონპროექტზე მუშაობს

0
2545

პოლონეთის კრიპტოვალუტის მარეგულირებელმა ციფრული ვალუტის დაბეგვრასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება ახალი კანონპროექტის შემუშავებას ეხება, რომელიც კრიპტოვალუტისა და მაინინგის დაბეგვრას გულისხმობს.

დოკუმენტი კონსულტაციებისთვის შესაბამის უწყებებს უკვე გადაეცათ და მისი მიღება მინისტრთა საბჭოს მიერ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება.

კანონპროექტი მიზნად ისახავს კრიპტო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების ანგარიშგებისა და გადასახადების გადახდის პროცედურების გამარტივებას. თუმცა, მოგებისა თუ წაგების მიუხედავად ციფრული ვალუტის დაბეგვრა მიუღებელია პოლონეთის კრიპტო საზოგადოებისთვის.

ამასთანავე კანონპროექტში წერია, რომ ციფრული ვალუტის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც “ციფრული ღირებულება”.

კანონპროექტის ავტორები კრიპტოვალუტას ორ ნაწილად ყოფენ: ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულად. გარდა ამისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უშუალოდ კანონპროექტის ტექსტის დეტალები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ციფრული ვალუტა შეიძლება გახდეს გადახდის საშუალება და გამოიყენებოდეს ვაჭრობისთვის.

ამასთანავე, კანონპროექტში ისიც წერია, რომ ციფრული ვალუტები შეიძლება იყოს შენახული ან სხვა პირს გადაეცეს ელექტრონულად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი